საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1137-ს შეადგენს. აქედან, გამოჯანმრთელებულია 922 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში 6 439 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –326. გარდაცვლილია 16.











