საქართველოში კორონავირუსის 471 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 7564-ს შეადგენს. აქედან გამოჯანმრთელებულია 278 ადამიანი. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5392 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 836, ხოლო გარდაცვლილია 48.











