პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის აზიური და ევროპული ნაირსახეობაა გავრცელებული. ამის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, სადაც კორონავირუსის ახალ შტამზე ისაუბრა.
„ცოცხალი ორგანიზმები მუტაციას ყოველთვის განიცდიან. ვირუსები საკმაოდ ხშირად იცვლიან თავის ზნეს და ბუნებას. ვირუსებში ეს მუტაცია უფრო ხშირად ხდება. კორონავირუსში, ისევე როგორც სხვა ვირუსებში, მუტაცია ხდება. პირველი მუტაცია მაშინ მოხდა, როდესაც ჩინეთიდან ევროპაში შევიდა, ევროპაში ე.წ. ევროპული შტამი წარმოიქმნა, რომელიც შემდეგ უფრო ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში. ისიც არაფრისგან არ განსხვავდებოდა „ჩინურისგან“, გარდა იმისა, რომ უფრო სწრაფად ვრცელდებოდა, ვიდრე კორონავირუსის ჩინური ნაირსახეობა. ჩვენთან ძირითადად გავრცელებული არის ორი, აზიური და ევროპული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.











