დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსის ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი საგრძნობლად შემცირდა და 0,62-ს გაუტოლდა.
„2020 წლის ოქტომბრის დასაწყისში ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი1,45-ს შეადგენდა, დეკემბრის დასაწყისში რეპროდუქციის ინდექსი1,15-მდე შემცირდა, თუმცა სიდიდით მე-8 ადგილს იკავებდა ევროპის ქვეყნებს შორის.
15 დეკემბრის მდგომარეობით მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და0.74-ს შეადგენდა. 2020 წლის ბოლოს, 31 დეკემბრის მდგომარეობით, რეპროდუქციის ინდექსი0,62-ს გაუტოლდა. 18 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების ეფექტური რეპროდუქციის ინდექსი ევროპის ყველაზე დაბალი მაჩვენებლების ქვეყნების სამეულში შევიდა“, – ნათქვამია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ანგარიშში.











