კორონავირუსის სამხრეთ აფრიკული შტამი საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა. ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
„საუბარია B.1.351 შტამზე, რომელიც დაუდასტურდა საქართველოს ერთ მოქალაქეს მოგზაურობის ისტორიით… კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











