დღევანდელი მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 4344 პირია აცრილი. სპეციალურ ვებგვერდ booking.moh.gov.ge-ზე კი, 11273 პირია დარეგისტრირებული.
შეგახსენებთ, გუშინ საიტზე დარეგისტრირების საშუალება, სამედიცინო პერსონალთან ერთად, 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებსაც მიეცათ.
ცნობისთვის, 15 მარტს საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.












