საქართველოში კორონავირუსისგან 1 262 ადამიანი განიკურნა. ამჟამად გამოჯანმრთელების საერთო რაოდენობა 12632-ს შეადგენს. ინფორმაცია უკვე განახლდა მთავრობის მიერ შექმნილ გვერდზე.
ამასთან, დღეს ქვეყანაში ინფიცირების 1824 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 23 ადამიანი.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3769 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3832.











