გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 2075 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 35567 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 16904, გარდაიცვალა 273 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში 3324 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4209, კოვიდ-სასტუმროში – 2346, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.











