8 იანვარს საქართველოში კორონავირუსით 34 ადამიანი გარდაიცვალა. ამასთან, დაინფიცირდა 537 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 494.
ახალი დადასტურებული შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 290, აჭარაში – 47, ხოლო იმერეთში – 44 შემთხვევა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 491 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 3898.











