საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 45 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 13 905-ს შეადგენს.
ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“ 796 პირს დაუდასტურდა, 3 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა.