საქართველოში კორონავირუსის 3 700 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 277 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 81 პაციენტი.
stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 38 817 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 19 158, „პისიარ“ ტესტით – 19 659.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.53%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.02% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.60%.











