ბოლო მონაცემებით, საქართველოში ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადის.
ამ ეტაპზე, მძიმე პაციენტია 1 003 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე კი 376 ადამიანი იმყოფება.
3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, საკარანტინე სივრცეებში კი – 1 978.
ამ ეტაპისთვის, თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი.











