ამ ეტაპზე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 267 პაციენტის მდგომარეობა, მძიმეა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 556-ია.
„1 410 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 698, აჭარაში – 163, იმერეთში – 254. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 267 პირი, მათ შორის, თბილისში – 103, აჭარაში – 26, იმერეთში – 78. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 78 პირი, მათგან თბილისში – 49, აჭარაში- 3, იმერეთში – 11. 133 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 93 – თბილისში, 24 – აჭარაში, 9 – იმერეთში. 1 013 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 307 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 152, ხოლო აჭარაში – 19,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.











