ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში – 263, აჭარაში – 45, იმერეთში – 148. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 589 პირი, მათ შორის, თბილისში – 263, აჭარაში – 45, იმერეთში – 148. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პირი, მათგან თბილისში – 135, აჭარაში- 2, იმერეთში – 13. 311 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 184 – თბილისში, 94 – აჭარაში, 12 – იმერეთში. 2 905 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 224, ხოლო აჭარაში – 110
სულ 6 ოქტომბრიდან – 29 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 22 179 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 17 105 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 10 423 პირი, აჭარაში – 815, იმერეთში – 1 507“, – ნათქვამია განცხადებაში.











