საქართველოში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამჟამად ინფიცირებულთა რაოდენობა 999-ს შეადგენს. გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. ჯამში იმ პირთა რიცხვი ვინც COVID-19 დაამარცხა 870-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001 ადამიანი, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 219, ხოლო გარდაცვლილია 15 ადამიანი.











