Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 23 827 კვლევა ტესტით, მათ შორის 14 915 კვლევა ანტიგენის ტესტით და 8 912 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 360 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო გამოჯანმრთელდა 242 პირი.
ვირუსს კი, კიდევ 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ცნობისთვის, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 235 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 81, ხოლო აჭარაში – 27.
სულ 6 ოქტომბრიდან – 18 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 705 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 574 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 845 პირი, აჭარაში – 263, იმერეთში – 739.











