2 თებერვალს საქართველოში კორონავირუსით 858 ადამიანი დაინფიცირდა, ამასთან გმოჯანმრთელდა 580, ხოლო გარდაიცვალა 14 პაციენტი. ინფორმაცია უკვე განახლდა stopcov.ge-ზე.
დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 271 ტესტი. ამასთან, ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ დედაქალაქში ფიქსირდება. თბილისში დღეს ინფიცირების 339 შემთხვევა გამოვლინდა.
ბოლო მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 474 ადამიანი, ხოლო სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ 2676.











