1-ლი სექტემბრის მდგომარეობით, საქართველოში კოვიდდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7,94%-ია, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 9,85%, ბოლო 7 დღეში – 9,13%.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 556 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 502 534, გარდაიცვალა 7 563 პაციენტი.











