საქართველოში კორონავირუსით დღეს უკვე მესამე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ ამირან გამყრელიძემ დაადასტურა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, გარდაცვლილთა რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.
„სამწუხაროდ, დაემატა გარდაცვლილი. გეტყვით, რომ იყო მძიმე ავადმყოფი არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან და იწვა თბილისში, ერთ-ერთ საავადმყოფოში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











