დღეს, 26 თებერვალს ერთი წელი გავიდა, რაც საქართველოში კოვიდინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.
დღევანდელი მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 269 800 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის განკურნებულია 263 727, გარდაცვლილია – 3475.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 1,61%-ია.











