ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრას სალომე ზურაბიშვილის სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი წერს, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის.
„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მადლობა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ამაში მონაწილეობისთვის. საქართველოში მეტი ევროკავშირი ძლიერი გზავნილია ჩვენი პროგრესისა და განვითარებისათვის. გზავნილი, რომელიც ყველა გამოწვევის მიუხედავად უცვლელია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, შარლ მიშელი სალომე ზურაბიშვილს უკვე შეხვდა. ცოტა ხანში დაგეგმილია შეხვედრა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან.
ვიზიტის ფარგლებში მიშელი შეხვედრას გამართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც.











