დღეს, თბილისის დროით 19:20 საათზე, თბილისიდან 20 კმ_ში, ქალაქ თეთრიწყაროსთან მოხდა 3.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მიწისძვრის სიმძლავრე 3,2 მაგნიტუდა იყო, მიწისქვეშა ბიძგები 5 კმ-ის სიღრმეში შეინიშნებოდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელი სამშვილდეა.











