რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის თბილისში ვიზიტს და განვითარებულ მოვლენებს სახელმწიფო დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რამდენად ღრმა კრიზისშია საქართველო.
„რადიკალიზმი ბევრ რამეში განსაზღვრავს საქართველოს შიდა პოლიტიკას და ეს, რა თქმა უნდა, არაფერ სასიკეთოს არ მოიტანს. ანალოგიური მოხდა სერგეი გავრილოვის მიმართაც და ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ საქართველოს ანგრევს და ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად საფრთხის შემცველია რუსი მოქალაქეების საქართველოში ჩასვლა„“, – განაცხადა ვიაჩესლავ ვოლოდინმა.











