“არ არსებობს არანაირი დაწესებულება და არც უწყება, რომელიც ბავშვებთან დაკავშირებით, რაიმე კითხვის ნიშანს ღიად დატოვებს, ეს გამორიცხულია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას განაცხადა.
„მინდა აღვნიშნო, რომ არამც და არამც ხელს არ უწყობს პროცესის ზედმეტი დრამატიზება, ხელოვნურად შექმნილი ზედმეტი აჟიოტაჟი, თორემ ობიექტურ რეალობასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მუშაობა და სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე დგას. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენი თითოეული ბავშვი არის დაცული“, – განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ, ნინოწმინდის პანსიონატის ყოფილმა ბენეფიციარმა მედიასთან სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქით, პანსიონატში აღმზრდელები ბავშვებს სცემენ და შეურაცხყოფას აყენებენ. ასევე, მისი განცხადებით, თავად აღმზრდელები საუბრობნენ, რომ პანსიონის მმართველმა მეუფე სპირიდონმა ბავშვზე იძალადა და საქმე პროკურატურამ მიჩქმალა.








