საქართველოში, თვენახევრის ჩვილს კორონავირუსი დაუდასტურდა – პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაშია მოთავსებული და მკურნალობას გადის.
ინფიცირებულია ბავშვის ოჯახიც – მშობლები და კიდევ ერთი მცირეწლოვანი,რომლებიც ასევე მკურნალობის კურსს გადიან.
დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.











