საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა. ის, შესაძლოა, რამდენიმე საათში გლდანის მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის სანახავად მივიდეს.
ექსპრეზიდენტთან შესახვედრად, ასევე, ემზადებიან ის ადვოკატები, რომლებიც დღეს სასამართლო სხდომას არ ესწრებიან და კონსილიუმის ის წევრები, რომლებმაც გუშინ მიხეილ სააკაშვილის მონახულება ვერ შეძლეს.
დღეს პენიტენციურმა სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მოსამართლის დასტურის შემთხვევაში, არ არის გამორიცხული მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან ონლაინ ჩაერთოს სასამართლო პროცესს.











