რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო აცხადებს, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენისთვის აუცილებელი პირობები, როგორიცაა „რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა“ ჯერ არ არის შესრულებული.
„ყველამ კარგად იცის რატომ დაწესდა აკრძალვა საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე. ეს იძულებითი, დროებითი ზომაა.
მისი გაუქმების პირობები კარგად ცნობილია, საქართველოში სიტუაციის სტაბილიზირება, რუსოფობიური კამპანიის შეწყვეტა და რუსი ტურისტებისთვის რაიმე სახის საფრთხის აღმოფხვრა.
ეს პირობები ჯერ შესრულებული არ არის“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.











