ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორო სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
მისი თქმით, საქართველოსთვის მსოფლიოში წარმოებული ვაქცინებიდან ლოჯისტიკის თვალსაზრისით ყველაზე იდეალური Johnson & Johnson-ია.
“საქართველოსთვის იდეალური ვაქცინა, ლოჯისტიკის თვალსაზრისით და შედეგებით, არის Johnson & Johnson-ი. ინახება უმარტივესად, იმუნიტეტის შესაქმენელად საჭიროა მხოლოდ ერთი დოზა, აქვს საკმაოდ საიმედო ალერგიული პროფილი, ეფექტურობით ოდნავ ჩამოუვარდება რნმ ვაქცინებს, მაგრამ მაინც საკმარისად მაღალია. სამხრეთ აფრიკაში კვლევების დროს იქ უკვე იყო გავრცელებული ახალი შტამი და ამის გათვალისწინებითაც საკმაოდ კარგი შედეგი ჰქონდა.
ამერიკაში ეს არჩევანიც გვაქვს და ბევრი ირჩეს Johnson & Johnson-ს, სწორედ ერთი დოზის საჭიროების გამო. ფასითაც ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომია. Johnson & Johnson-ი ზუსტად 7-ჯერ უფრო იაფი ღირს ვიდრე ჩინური სინოფარმი, რაც საქარტველოს მთავრობამ იყიდა.”, – წერს ნანა გეგეჭკორი.











