მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, ნათია მეზვრიშვილის განამრტებით, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინის და საგანგებო რეჟიმის გამოცხადება არ იგეგმება. ამის შესახებ მან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამის მიუხედავად, იგი მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
„დღეს სახელმწიფო არის გაცილებით უფრო მეტად მომზადებული ვირუსისთვის. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრული კარანტინის გამოცხადება არ იგეგმება. საგანგებო რეჟიმის გამოცადებას არ ვაპირებთ. სრულად აკონტროლებს დღეს მთავრობა სიტუაციას, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობა და ჩვენ გვმართებს განსაკუთრებული სიფრთხილე“,- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კოროანვირუსის 165 შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ გაზრდილა.











