ოზურგეთში, საქველმოქმედო ასოციაცია „გურია“ დაიხურა, რადგან 13 წლის შშმ პირს რომელიც დღის ცენტრის ბენეფიციარია კორონავირუსი დაუდასტურდა.
მოზარდის ინფიცირების წყარო უცნობია. ეს ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენრტის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟვიამ დაუდასტურა.
„იმის გამო რომ გუშინ 13 წლის შშმ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა, დაიხურა საქველმოქმედო ასოციაცი „გურია“ დღის ცენტრი, რომლის ბენეფიციარიც ეს მოზარდი გახლდათ.
ასევე ქალაქის მეოთხე საჯარო სკოლის მოსწავლეები, კერძოდ ბავშვის თანაკლასელები თვითიზოლაციაში გავუშვით. მეოთხე სკოლაში სწავლა ჯერ არ შეჩერებულა, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას“ – განაცხადა მჟავიამ.
ბოლო მონაცემებით გურიაში კორონავირუსის 68 დადასტურებული შემთხვევაა. თვითიზოლაციაში იმყოფება 374 მოსწავლე და 40 მასწავლებელი.
ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი











