“ნაციონალური მოძრაობის” საოლქო კომისიის წევრს, ლაშა ქველაძეს ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა. გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
,,ლაშა ქველაძეს 5000 ლარიანი ჯარიმის ნაცვლად, 3000ლარიანი ჯარიმა გირაოს სახით დაეკისრა, როგორც კი თანხას გადაიხდის ქველაძეს გაანთავისუფლებენ“, – განაცხადა დაკავებულის ადვოკატმა.
„ენმ”-ს წარმომადგენელი ლაშა ქველაძე, რომელიც 29 სექტემბერს, მარნეულში მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გუშინ, 4 ოქტომბერს დააკავა.











