„ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყეტილება და სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა“,- ამის შესახებ გიორგი რურუას საქმის პროკურორმა, ვასილ სამხარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა.
„ბრალდების მხარის მეირ წარმოდგენილი მტკიცებულებები დღეს სასამართლომ საბოლოოდ შეაფასა და მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყეტილება. სასამართლომ ბრალად წარდგენილ ქმედებებში, 381-ე მუხლის პირველ ნაწილში და 236 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილში გიორგი რურუა დამნაშავედ სცნო. ერთობლიობაში სასამართლომ მიუსაჯა მას თავისუფლების აღკვეთა ოთხი წის ვადით. ეს არის ერთადერთი ლოგიკური გადაწყეტილება და სასამართლო ამ გადაწყვეტილებამდე მტკიცებულებების შეფასების შედეგად მივიდა. პოლიტიკურ ჭრილს რაც შეეხება, მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო, ბრალდების მხარესაც მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი და ამ მტკიცებულებების შეფასება მოხდა სასამართლო სხდომაზე“, – განაცხადა პროკუროირმა ვასილ სამხარაძემ.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ ერთ-ერთ მეწილეს გიორგი რურუას 4 წლით პატიმრობა შეეფარდა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მას გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
„მეგობრებო, მშვიდად, სიმართლე ყოველთვის პოულობს გზას“ – გიორგი რურუა











