მცხეთის სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე 17 დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა, მათ შორისაა არასრულწლოვანიც.
მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებაზე.
მოსამართლემ გაითვალისწინა ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეზე ზემოქმედების საფრთხე.
დაკავებულების ადვოკატები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ და აცხადებენ, რომ საქმე სამართლებრივ ჩარჩოებს ცდება.
შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.











