დედოფლისწყაროს სამრევლო სკოლის პედაგოგს კორონავირუსი დაუდასტურდა. სკოლა საპატრიაქოს დაქვემდებარებაშია. ინფიცირებული პირი საშემოსავლო სამსახურის თელავის სერვის- ცენტრის კლასტერს მიეკუთვნება.
სამრევლო სკოლის გარდა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საშემოსავლო სამსახურთან კონტაქტში მყოფ კიდევ ორ პირს დაუდასტურდა.
ეპიდემიოლოგები, ინფიცირებული პირების კონტაქტების სწავლობენ. დაიხურება თუ არა სკოლა, მათი რეკომენდაციის საფუძველზე გადაწყდება.
დაინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ყველა მათგანი მკურნალობას ბინაზე გადის.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი











