უმრავლესობის წევრი, გია ვოლკსი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების შეწყვეტის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
როგორც ვოლსკი ამბობს, ოპოზიციას აქვს საშუალება კიდევ ერთხელ დაფიქრდეს და გააანალიზოს ყველაფერი.
„მათი გეგმაა, რომ გამოვიდნენ უსიხისმგებლობიდან როგორც საკუთარი ამომრჩევლის წინაშე, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე. მეორე მხარს არის ინტერესი, რომელიც გააჩნია სახელმწიფოს. საშუალება უნდა მივცეთ ჩვენ ყველას, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და გააანალიზონ.
საერთო დიალოგს ალტერნატივა არ გააჩნია, საკუთარი ამომრჩევლის დამოკიდებულება თუ არა, პარტნიორი ქვეყნების დამოკიდებულება იქნებ გაითვალისიწონონ“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. გადაწყვეტილება უმრავლესობამ დღეს მიიღო.











