„გთხოვთ, ნუ დამალავთ ინფიცირების შემთხვევას… სიმპტომებს… სამწუხაროდ გვქონდა მსგავსი შემთხვევები, როდესაც არ გააცხადა პიროვნებამ ინფიცირების შესახებ, ჰქონდა ბევრ ადამიანთან კონტაქტი და საბოლოოდ მაინც მოუწია მკურნალობა“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მან საქართველოში მიმდინარე ეპიდვითარება შეაფასა და მოსახლეობას გარკვეული რეკომენდაციები მისცა. საზოგადოებას მოუწოდა, რომ სიმპტომების აღმოჩენისთანავე მიმართონ ექიმს და არ დამალონ ინფიცირების შემთხვევა.
„ნუ გექნებათ განცდა, რომ ვირუსი მხოლოდ ასაკოვნებისთვის არის საშიში. გვაქვს სტატისტიკა, რომ 109 გარდაცვლილის შორის 17 ადამიანი იყო 60 წელს ქვემოთ. ამერიკის მონაცემებით კი გარდაცვლილთა 20% სამოც წელზე ახალგაზრდაა,“ – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციონისტის თქმით, მცდარია შეხედულება, რომ ვირუსი მხოლოდ თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებისთვის არის საშიში, სასიკვდილო რისკი არც ახალგაზრდებისა და სრულიად ჯანმრთელი ადამიანებისთვისაა გამორიცხული“, – დასძინა მან.











