იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განმარტებით, პენიტენციურ დაწესებულებაში კოროანვირუსის შემთხვევები დეკემბრის ბოლოდან გამოვლინდა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„პენიტენცური სამსახური და იუსტიციის სამინისტრო ვართ პასუხისმგებელი ამ ადამიანების ბედზე. გაჟღერებული იყო, რომ 1000-მდე კოვიდინფიცირებულია სისტემაში, გეგუთზე იყო გაჟღერებული, რომ მძვინვარებს ვირუსი, ცოტა არასერიოზულია იმაზე კითხვა და პასუხი, რომ 1000 კოვიდინფიცირებული სად წავიდა? ვინ დამალავდა?
რუსთავში კოვიდვირუსით გარდაცვლილი პატიმარი ჩვენ არ გვყავს. კორონავირუსის დადასტურების პირველი ნიშნები როდესაც იყო ნაახალწლევს, იანვრის დასაწყისში და ეს არის პროცესი, ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ღონისძიებები,“- განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.
მისივე თქმით, ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით 11 პატიმარი შიმშილობს.











