“მე მეგონა, რომ ჩვენ გადავლახეთ წითელი ხაზი, მაგრამ ყოველ კვირას ახალ წითელ ხაზს ვხაზავთ. არც მჯეროდა, რომ აქამდე მივიდოდით. ციფრებმა დაკარგა აზრი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით. სასწრაფოდ არის მისაღები არაპოპულარული მკაცრი ზომები”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.
ფხაკაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანასი კორონავირუსის მეორე ტალღასთან ერთად, ასევე კოვიდდადებითი, მაგრამ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მსურველი პაციენტების ტალღაცაა და აქედან გამოსავალი მხოლოდ მკაცრი შეზღუდვებია.
“ჩემი ვარაუდით, უფრო მეტია ინფიცირებული, ვიდრე ეს სტატისტიკაში ჩანს. ქვეყანაში არის ორი ტალღა: კოვიდპაციენტების სიკვდილიანობა და მეორე პაციენტები, რომლებიც კოვიდდადებითები არ არიან, მაგრამ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების მიღებას ვერ ახერხებენ,”- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ.
23 ნოემბერი: საქართველოში კორონავირუსის 3 958 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა











