ლიერი წვიმის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტში,სოფელ ,,ლაშიჭალისკენ” მიმავალ გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ორი მანქანა მოიყოლა.
ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა მეხანძრე-მაშველების 3 ეკიპაჟი. მათ ავტომობილები მეწყრული მასისგან გაათავისუფლეს. ავტომობილში მოქალაქეები არ იმყოფებოდნენ.
ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია სპეც-ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები. სოფელ ლაშიჭალაში იმყოფება ყველა შესაბამისი უწყების წარმომადგენელი,მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები.
მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.













