ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ სასულიერო პირებში ინფიცირების მაჩვენებელი საგანგაშო არაა.
” გაზაფხულზე ძალიან კარგად გაიწერა პროტოკოლი, მნიშვნელოვანია, ეს პროტოკოლი იყოს დაცული, თუმცა ინფიცირების მაჩვენებლი, რაც სამღვდელობაშია, საგანგაშო მაჩვენებლს არ წარმოადგენს“, – განაცხადა ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ცნობისთვის, დღეს, 7 დეკემბერს კორონავირუსისგან მცხეთა-თბილისის ეპარქიის, ნათლისღების სახელობის ტაძრის წინამძრვარი, დეკანოზი დავით ქვლივიძე გარდაიცვალა.
ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრს, სხალთის მთავარეპისკოპოსს, მეუფე სპირიდონს.











