ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
„მინდა მოვუწოდო დიდი სიფრთხილისკენ, ინფიცირება ხდება ჩემი კოლეგების, ექიმების, ექთნების, სამედიცინო პერსონალის, ეს ასეც არის და ასეც იქნება სამწუხაროდ, რადგან ჩვენ ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ, ექიმები ამ ბრძოლის წინა ხაზზე არიან, ისინი თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებენ, მაგრამ სასურველია მეტი სიფრთხილე.
ინფიცირებულთა ძალიან პატარა ნაწილი ინფიცირდება დღეს საავადმყოფოს და სამედიცინო დაწესებულების პირობებში, ასევე მათი დაინფიცირება ხდება საყოფაცხოვრებო პირობებში, მაგრამ სამედიცინო პირობებში აუცილებელია ინფექციის კონტროლის ყველა ღონისძიების დაცვა, რომ მინიმალურად იყოს სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების შემთხვევები, რამეთუ, მოგეხსენებათ, სამედიცინო პერსონალის რესურსი ქვეყანაში ამოუწურავი არასოდეს არ არის, არც ერთ ქვეყანაში,”- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











