სატრანსპორტო რეფორმა, რომელიც მოიცავს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებას, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას და ახალი სამარშრუტო ქსელის განვითარებას, 2023 წლისთვის იქნება დასრულებული. – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმა 2023 წლისთვის მთლიანად იქნება დასრულებული, ეს არის ავტობუსების განახლება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, საავტობუსე ზოლები და ახალი მარშრუტები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერ ამის გადალაგება დასრულებული იქნება 2023 წლისთვის,” – განაცხადა კახა კალაძემ.