fbpx
01/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საუბარი, რომ არჩევნები გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, რადგან ოპოზიციამ ოქტომბერში გარანტირებული დამარცხება დაინახა – ირაკლი ქადაგიშვილი

13:30 აგვისტო 24, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
762
ნახვა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი სახალხო დამცველის პოზიციას გამოეხმაურა, რომ შექმნილი ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით არჩევნების გადადებაზე მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური მიზნებისთვის კვლავ ხდება ეპიდვითარებით სპეკულაცია, რა თქმა უნდა, ქვეყანაში მძიმე ეპიდვითარებაა, მაგრამ ამავდროულად ეს ეპიდვითარება მორევადია, თუ მოქალაქეები სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებენ და მასობრივი ვაქცინაციის პროცესი გაიზრდება. ამისთვის ყველა საშუალება და პირობა დღეს ქვეყანაში არსებობს.

გამომდინარე აქედან ის განცხადებები, რაც დღეს კეთდება, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებული პირების მხრიდან, არის პოლიტიკური დაკვეთა. ყველა კვლევა, სანდო, ნაკლებად სანდო, შიდა კვლევები, რაც ყველაზე უფრო სანდოა, აჩვენებს ერთ ტენდენციას, რომ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებზე მისთვის სასურველ მიზნებს რომ მიაღწიოს.

აქედან გამომდინარე, მათ იციან, რომ „არჩევნები გაყალბდა“ – ვერც ეს ნარატივი ვეღარ იმუშავებს და ვერც სხვა ფსევდორევოლუციური სცენარები, რომელიც ჯერ კიდევ მათ თავებში ტრიალებს. ამიტომ მათ დაიწყეს ეს კამპანია, რომ რამენაირად კოვიდზე აპელირებით და სპეკულაციით მოახდინონ არჩევნების დისკრედიტაცია და იქნებ რამენაირად არჩევნების გადადებას მიაღწიონ, რადგან ამ არჩევნებში გარანტირებულად დამარცხება მათ ყველანაირ რევოლუციურ სცენარს ასამარებს.

სახალხო დამცველის განცხადება არის პოლიტიკით გაჟღენთილი განცხადება და სამწუხაროდ, სახალხო დამცველი ბევრჯერ ვნახეთ როგორც ერთი მოთამაშე ადამიანი ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე.

მან სახალხო დამცველის აბსოლუტური ნეიტრალიტეტი დიდი ხანია დაკარგა, გამომდინარე აქედან, დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა, რადგან მათ არჩევნებზე გარანტირებული დამარცხება დაინახეს, ისინი ხვდებიან, რომ 2024 წლამდე ვერანაირი არეულობის და ძალაუფლების ხელში ჩაგდების სცენარი ვეღარ გათამაშდება და ეპიდსიტუაციას იშველიებენ, რომ არჩევნები გადაიდოს.“ – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

თეგები: ირაკლი ქადაგიშვილისახალხო დამცველი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

ოპოზიციას ამოძრავებს მხოლოდ ხელისუფლების ხელში ჩაგდების მანიაკური სწრაფვა – ირაკლი ქადაგიშვილი

ნოემბერი 24, 2021
888
მთავარი ამბავი

სახეზეა უფრო საშიში გართულების მაღალი ალბათობა, რაც შესაძლოა ლეტალური შედეგით დასრულდეს – ომბუდსმენი

ნოემბერი 19, 2021
927
პოლიტიკა

სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით მულტიპროფილურ ექსპერტთა ჯგუფი შექმნა

ნოემბერი 16, 2021
821

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია