„მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას, რომ ოპოზიციას არ გაუუქმოს მანდატები”, – ამის შესახებ „მოქალაქეების” წევრმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში მისვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„ჩვენ გვგონია, რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყნისთვის საუკეთესო გამოსავალი ესაა მოლაპარაკების გაგრძელება. ჩვენ დავამტკიცეთ ეს და გავაგრძელეთ მოლაპარაკებები, მივიყვანეთ ბოლომდე და მივაღწიეთ შედეგს, რომელიც არაა მხოლოდ ჩვენი, არამედ სრულიად ოპოზიციის მონაპოვარია. მემორანდუმი მათთან ერთად შედგენილი დოკუმენტია. დღეს მიმაჩნია, რომ მოლაპარაკების გაგრძელება, ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ამ საკითხზე სესიაზეც ვისაუბრებ და მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას, რომ ოპოზიციას არ გაუუქმოს მანდატები“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
ცნობისთვის, დღეს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკონონმდებლო ორგანოში იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, 29 იანვარს “ქართულ ოცნებასა” და “მოქალაქეებს” შორის მემორანდუმი გაფორმდა, რის შემდეგაც ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.










