fbpx
18/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

საერთაშორისო სტანდარტების სამეთვალყურეო საბჭო „სახელმწიფო ელექტროსისტემას“ ფინანსურად ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში დაეხმარება – ნათია თურნავა

10:27 მაისი 28, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
774
ნახვა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახლადარჩეულ წევრებს შეხვდა. სახელმწიფო საწარმოს ახალი საბჭო საქართველოში სახელმწიფო საწარმოების მასშტაბური რეფორმის ფარგლებში აირჩა.

სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წარმოადგენენ: იორგ მათიესი, თეონა მაკალათია, ეკატერინე შავგულიძე, ზურაბ ბექაია და ლეონტინა გალდავა. საბჭოში მათი საქმიანობის ვადად სამი წელი განისაზღვრა.

შეხვედრაზე მინისტრმა განაცხადა, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაა“ პირველი სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოა, რომელიც რეფორმირებას დაექვემდებარა. მისი თქმით, კორპორაციული მართვის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, კომპანიაში დაიწყო კორპორატიზაციის პროცესი. მათ შორის, ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო ღია კონკურსის წესით გამჭვირვალედ და მიუკერძოებლად შეირჩა და მთლიანად არააღმასრულებელი წევრებით დაკომპლექტდა, რაც საბჭოს დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს.

ნათია თურნავამ მიულოცა სახელმწიფო საწარმოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს საპასუხისმგებლო პოზიციებზე არჩევა და „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სისტემაში რეფორმის შემდგომი ეტაპების განხორციელების პროცესში წარმატება უსურვა.

„სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრებად მაღალი რანგის პროფესიონალები ხანგრძლივი შერჩევის შედეგად შეირჩნენ. ისინი დაეხმარებიან კომპანიას, მის მენეჯმენტს იმაში, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩამოყალიბდეს საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების მიხედვით და უფრო ეფექტურად იმართებოდეს,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მთავარი ამოცანაა, ძლიერი და დამოუკიდებელი მართვის სისტემის შექმნა. მისი თქმით, რეფორმირების შემდეგ, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ“ სახელმწიფოს დახმარების გარეშე უნდა შეძლოს ფინანსური რესურსის მოზიდვა, როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ საფინანსო ბაზრებზე.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, კომპანიამ სრულად დაფარა კრედიტორების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები და რეაბილიტაციის რეჟიმი 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს დაასრულა.

კონკურსში, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, აღნიშნულ სახელმწიფო საწარმოში, სამეთვალრეყურეო საბჭოს წევრების შერჩევის მიზნით, 2021 წლის 2 მარტს გამოაცხადა, 174 კანდიდატმა მიიღო. შედეგად, შეირჩა სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი.

უახლოეს მომავალში სააქციო საზოგადოებაში შეიქმნება ანაზღაურების, აუდიტის, დანიშვნების, ინვესტიციებისა და რისკების კომიტეტები, რომლებიც საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებების შესაბამისად იმუშავებენ. სამეთვალყურეო საბჭო ასევე დაამტკიცებს სხვადასხვა პოლიტიკებსა და განახლებულ ეთიკის კოდექსს, რაც კომპანიის შემდგომი განვითარების წინაპირობას წარმოადგენს.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კომპეტენციაში შედის კორპორაციული სტრატეგიის და წლიური ბიზნესგეგმის შემუშავება, ბიუჯეტის მონიტორინგი. ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა, გათავისუფლება და სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.

თეგები: ნათია თურნავა

დაკავშირებული სტატიები

ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

სექტემბერი 13, 2021
803
საზოგადოება

მედია მაქსიმალურად დაცულია, ასეთი თავისუფალი მედია წინა ხელისუფლების დროს არ ყოფილა – ნათია თურნავა

აგვისტო 30, 2021
908
საზოგადოება

ნათია თურნავამ მეშახტეებს პროფესიული დღე მიულოცა

აგვისტო 29, 2021
887

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია