დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ორსულებს აცრისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, ორსულთან მიმართებით, ბუსტერ დოზებზე საუბარი არ არის.
„ვთხოვ ყველას, აიცრან. ჯერჯერობით, ორსულთან მიმართებით, ბუსტერზე საუბარი არ არის, მთავარია, ორსულები აიცრან. სავალალო შედეგი გვაქვს. სამწუხაროდ, გუშინ თურქეთში გარდაიცვალა ერთი ორსული ქალბატონი, რომელიც ბათუმიდან თურქეთში გადაიყვანეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.











