fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

სავალდებულო კარანტინი, ფასიანი ტესტირება, საზღვრის კვეთა – პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე

15:54 ივლისი 13, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
1.1k
ნახვა

საქართველოს მთავრობა საზღვრის კვეთასთან, ტესტირებასთან, სავალდებულო კარანტინთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხებს „ფიესბუქის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

რომელი ქვეყნებისთვის იხსნება საქართველოს სახელმწიფო საზღვარი?

ამ ეტაპზე, ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან 5 ქვეყნისთვის (გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა) საქართველოს სახელმწიფო საზღვარი იხსნება უპირობოდ.

ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მოქალაქეებს/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს შეეძლებათ ყველა სახის ვიზიტით საქართველოში მხოლოდ საჰაერო გზით ჩამოსვლა, მითითებული 5 ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში. მაგ: ლატვიის მოქალაქე/ბინადრობის უფლების მქონე პირი გერმანიიდან უპირობოდ შემოვა საქართველოში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე, მათ უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური, ელექტრონული ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

► ხშირად დასმული კითხვები საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით► Frequently Asked Question About Border Crossing…

Posted by საქართველოს მთავრობა on ორშაბათი, 13 ივლისი, 2020

ავსებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ელექტრონულ ანკეტას?

ავსებენ მხოლოდ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის მოწმობას/ ან არიან ორმაგი მოქალაქეები.

ავსებენ თუ არა ევროკავშირის იმ სახელმწიფოს მოქალაქეები/ბინადრობის ნებართვის მქონე პირები ელექტრონულ ანკეტას, რომელთანაც გარკვეული დათქმით იხსნება საზღვარი?

არ ავსებენ, ვინაიდან მათთვის სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა.

სად არის ხელმისაწვდომი ელექტრონული ანკეტა?

ელექტრონული ანკეტა ხელმისაწვდომია საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებოდ შექმნილ ვებგვერდზე www. StopCov.ge

არის თუ არა აუცილებელი, საქართველოში გამგზავრებამდე წინასწარი PCR კვლევის ჩატარება?

არ არის აუცილებელი. საზღვარგარეთ ჩატარებული ლაბორატიული კვლევის ამსახველი დასკვნა არ მიიღება საქართველოში აუცილებელი პრინციპით ჩასატარებელი PCR კვლევის ან/და სავალდებულო 14 დღიანი კარანტინის შემცვლელ პირობად.

ევროკავშირის რომელი ქვეყნის მოქალაქეებს/ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს მოუწევთ 14 დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში?

იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია.

რა მიდგომა ვრცელდება ევროპის იმ ქვეყნებთან მიმართებით, რომლებიც არ არიან ევროკავშირის წევრები?

ასეთი ქვეყნებისთვის საქართველოს სახელმწიფო საზღვარი არ იხსნება, გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ საქმიანი ვიზიტები.

რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან, რომელთანაც შესაბამისი დათქმით იხსნება სახელმწიფო საზღვარი?

აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

რა მიდგომა ვრცელდება გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების ევროკავშირის იმ წევრი ქვეყნებიდან შემოსვლაზე, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი?

აღნიშნული ქვეყნებიდან შემოსული პირები ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

რა მიდგომა ვრცელდება ევროკავშირის არაწევრი ევროპის და სხვა კონტინენტების ქვეყნებიდან გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის მოქალაქეების შემოსვლაზე?

ექვემდებარებიან 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი სახსრებით.

რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეების შემოსვლაზე ევროკავშირის ქვეყნებიდან? სხვა ქვეყნებიდან?

საქართველოს მოქალაქეები ექვემდებარებიან სავალდებულო 14 დღიან კარანტინს. გამონაკლისს წარმოადგენენ საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც ფლობენ საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან ამავდროულად ფლობენ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქის სტატუსს.

რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს საფრანგეთის, გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის ან ლიეტუვის მუდმივი ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს?

აღნიშნულ პირზე სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი არ ვრცელდება. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების მსგავსად, ზემოჩამოთვლილი 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე საქართველოს მოქალაქეებმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე უნდა შეავსონ საგანგებოდ შემუშავებული სპეციალური ანკეტა, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

მათივე თანხმობის შემთხვევაში, აეროპორტში მათ ჩაუტარდებათ PCR ტესტი (სახელმწიფოს ხარჯით).

საზღვარზე თერმოსკრინინგის გავლის შედეგად, 37 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში პირი გადაყვანილი იქნება სამედიცინო დაწესებულებაში.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული 5 ქვეყნის მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე საქართველო მოქალაქე საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს (იტალია, კვიპროსი, საბერძნეთი, ესპანეთი, შვედეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ხორვატია) ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, მაშინ საქართველოს მოქალაქე ექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს, საკუთარი ხარჯით.

რა მიდგომა ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე, რომელიც ფლობს ევროკავშირის წევრი ქვეყნების (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი 5 ქვეყნისა) ბინადრობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს?

აღნიშნულ პირზე ვრცელდება სავალდებულო 14 დღიანი კარანტინი.

ევროკავშირის წევრი იმ ქვეყნის მოქალაქეებს, რომელთათვისაც საქართველოს საზღვარი იხსნება, შეეძლებათ თუ არა ქვეყანაში სახმელეთო საზღვარით შემოსვლა?

სახმელეთო სასაზღვრო გამშვები პუნქტები რჩება დახურული.

► ტესტირება

 რა სახის/მეთოდის კვლევა ტარდება აეროპორტში?

აეროპორტებში ტარდება PCR ტესტირება.

 რა შემთხვევაში დაექვემდებარება მგზავრი აეროპორტში PCR კვლევას?

აეროპორტში PCR კვლევას ექვემდებარება ევროკავშირის 5 ქვეყნის მოქალაქე/ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, იმ შემთხვევაში თუ მას წინასწარ (აპლიკაციაში) აქვს გამოხატული ნება ტესტირების გავლაზე.

როდის იქნება ცნობილი კვლევის შედეგი?

PCR-კვლევის პასუხი ცნობილი იქნება მაქსიმუმ 24 საათში, რეკომენდირებულია კვლევის პასუხის მიღებამდე პირი იყოს თვითიზოლაციაში.

როგორ იგზავნება ინფორმაცია კვლევის შედეგის შესახებ?

კვლევის შედეგთან დაკავშირებით, ინფორმაციას პირი მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში მიიღებს ელექტრონული ფოსტის საშუალებით. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განხორციელდება სატელეფონო კომუნიკაციაც NCDC-ის მიერ. ინფიცირებული პირი გადაყვანილი იქნება შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში.

რა დრო იქნება საჭირო PCR კვლევისთვის საჭირო ნიმუშის ასაღებად?

ერთი ადამიანის PCR კვლევისთვის ნიმუშის აღების პროცედურა 5-10 წუთის ფარგლებში მერყეობს.

ფასიანია თუ არა კვლევის ჩატარება?

აეროპორტში PCR კვლევის საფასურის გადახდას სახელმწიფო უზრუნველყოფს მხოლოდ იმ 5 სახელმწიფოს მოქალაქეებისთვის და ამ ქვეყნებში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირისთვის, რომელთანაც საქართველო უპირობოდ ხსნის საზღვრებს.

► კარანტინი

რა შემთხვევაშია სავალდებულო კარანტინი?

კარანტინი სავალდებულოა საქართველოს მოქალაქეებისთვის და ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებისთვის, რომელთანაც სახელმწიფო საზღვარი გარკვეული დათქმით იხსნება.

კარანტინს ექვემდებარება ასევე ევროკავშირის ზემოაღნიშნული იმ 5 ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირი, რომელიც საქართველოში შემოდის იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საზღვარი არ გვაქვს გახსნილი ან ბოლო 14 დღის განმავლობაში ამ 5 ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

ვინ ფარავს კარანტინის ხარჯებს?

საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – სახელმწიფო, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების შემთხვევაში, თავად ისინი.

შესაძლებელია თუ არა თვითიზოლაციაში გადასვლა?

თვითიზოლაციაში გადასვლა შესაძლებელია:

  • პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რაც ცნობით დასტურდება;
  • დიპლომატებისა და საერთაშორისო მისიების მოთხოვნის შემთხვევაში (წესების დაცვაზე ზედამხედველობას თავად ახორციელებენ);

► პროცედურები:

  • თვითიზოლაციაში გადასვლისთვის პირი ავსებს შესაბამის ფორმას, სადაც უთითებს მისამართს;
  • შევსებისას მითითებული მისამართის ჯანდაცვის რეკომენდაციებთან შესაბამისობას ადგენს სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი.

შესაძლებელია თუ არა საკარანტინო სასტუმროს არჩევა ვიზიტორის მიერ?

აღნიშნული შესაძლებელი არ არის.

როგორ ხდება საკარანტინო სასტუმროში ტრანსპორტორება? და სავალდებულო პერიოდის ამოწურვის შემდეგ, სასტუმროს დატოვება?

აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს სახელმწიფო. სასტუმროს დატოვება ხდება 14 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, PCR ტესტით დადასტურებული უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

რა პერიოდით არის ვალდებული პირი იმყოფებოდეს საკარანტინე სივრცეში?

საზღვრის კვეთიდან 14 დღის განმავლობაში.

უტარდება თუ არა პირს საკარანტინე სასტუმროს დატოვების წინ PCR კვლევა? ვინ ფარავს ტესტის საფასურს?

დიახ, სასტუმროს დატოვებამდე PCR კვლევა სავალდებულოა. ევროკავშირის მოქალაქეების შემთხვევაში, ტესტის საფასურს იხდის თავად მოქალაქე, ხოლო საქართველოს მოქალაქეების შემთხვევაში – სახელმწიფო.

რატომ არის სავალდებულო საქართველოს მოქალაქისთვის კარანტინი?

სახელმწიფო მაქსიმალურად ცდილობს იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე და მინიმუმამდე დაიყვანოს კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი. გასათვალისწინებელია, რომ არსებული გამოცდილებით, საქართველოში დაფიქსირებული შემთხვევების უმრავლესობა იმპორტირებული იყო.

საქართველოს მოქალაქეებსა და ტურისტებს შორის კარანტინში მათ განთავსება/არგანთავსებასთან დაკავშირებით განსხვავება განპირობებულია მოსახლეობასთან სოციალური კონტაქტის პოტენციურად უფრო მაღალი სიხშირით.

შესაძლებელია თუ არა ევროკავშირის ხსენებული 5 წევრი ქვეყნის მოქალაქის მიერ ანკეტის შევსება საქართველოს აეროპორტში?

დიახ, შესაძლებელია.

რა შემთხვევაში შეუძლია საქართველოს მოქალაქეს ქვეყნიდან გამგზავრება?

საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გამგზავრება იმ ქვეყნებში, რომლებმაც დათქმით გახსნეს საზღვრები მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, კერძოდ მიმღები ქვეყნის მიერ დადგენილი კატეგორიის ვიზიტის შესრულება, ტესტირების ან/და 14დღიანი თვითიზოლაციის ან კარანტინის გავლა მიმღები ქვეყნის რეგულაციის მიხედვით.

ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის გერმანია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვასა და ლატვიაში მგზავრობის შემდეგ, საქართველოში დაბრუნებისას, საქართველოს მოქალაქეს მოეთხოვება 14-დღიანი კარანტინის გავლა სავალდებულო წესით.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნების მიერ დაწესებული რეგულაციები მუდმივად გადაიხედება, რის გამოც მოქალაქემ უნდა დაადგინოს მიმღები ქვეყნის რეგულაციები ავიაბილეთის შეძენამდე და გამგზავრებამდე.

იმ შემთხვევაში თუ საქართველოს მოქალაქის გამგზავრებამდე, დადგენილი იქნება მისი ვიზიტის კატეგორიის შეუსაბამობა დანიშნულების ქვეყნის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ რეგულაციებთან, ასეთ პირს შეიძლება უარი ეთქვას ქვეყნის დატოვებაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ, პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას და რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

თეგები: კარანტინიკორონავირუსისაზღვრების გახსნა

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

13 288 ინფიცირება, 51 გარდაცვალება – ეპიდვითარება საქართველოში

თებერვალი 19, 2022
806
მთავარი ამბავი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 32 ადამიანი გარდაიცვალა – რამდენია ინფიცირებული

იანვარი 5, 2022
793
საზოგადოება

საქართველოში „ომიკრონის“ 147 შემთხვევაა დადასტურებული

იანვარი 3, 2022
818

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია