დღეს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ეროვნულმა ბანკმა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული ბანკი ავრცელებს.
საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3293 შეადგინა.
ცნობისთვის, ჯამში, ეროვნულმა ბანკმა 2021 წელს 160 000 000 დოლარი გაყიდა.











