დღეს დილით ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე სავალუტო ჯიხურის მეპატრონეს თავს დაესხნენ და თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შედეგადაც მან მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
თავდამსხმელმა თანხის გატაცება ვერ შეძლო.
როგორც „პრაიმტაიმნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე











