საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საპარლამენტო მდივანი ბექა დოჭვირი სავაჭრო ცენტრების წარმომადგენელბის შეთავაზებას, შეზღუდვების 24-ის ნაცვლად, 15 დეკემბერს მოიხსნის შესახებ, ”რუსთავი 2-ის” ეთერში ეხმაურება.
ბექა დოჭვირმა განაცხადა, რომ თუ მთავრობას ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მისცემს, მაშინ დიდი სავაჭრო ცენტრების გახსნის საკითხი გადაიხედება.
“შეზღუდვების დაწესების მთავარი მოტივაცია პანდემიის გავრცელების შეჩერებაა შესაბამისად, ეს რეგულაციები მოქალაქეების მობილობის შემცირებისაკენ არის მიმართული და ბალანსი დაჭერილია, როგორც შეზღუდვებთან დაკავშიორებით, ასევე ეკონომიკასა და ბიზნესის ინტერესებს შორის. ამიტომ, თუ ეპიდემიური ვითარება ჩვენს საშუალებას მოგვცემს, შესაძლოა ეს საკითხი გადახედილი იყოს,”- აცხადებს ბექა დოჭვირი.











